18 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
"ძალის გადამეტება არც ერთ ეტაპზე არ იყო" - ივანე მაჭავარიანი 20 ივნისის ღამეზე

ფინანსთა მინისტრი NDI-ს კვლევას, რომლის თანახმადაც, რესპოდენტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 20 ივნისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, ვანო მაჭავარიანი არ ეთანხმება.

ფინანსთა მინისტრის თქმით, რამდენიმე დრამატული მომენტის გარდა, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას თვალს პირადად ადევნებდა.

„20 ივნისთან დაკავშირებით რამდენიმე ინციდენტის გარდა, რომელიც კარგად ვიცით, რომ გვიან და დილისკენ განვითარდა, დრამატული რამდენიმე შემთხვევის, რომელმაც გამოიწვია თვალის დაკარგვა. ზოგადად ხო, ხელისუფლება და პოლიცია იმ ღამეს რომ გამოვხატოთ, ძალის გადამეტება არც ერთ ეტაპზე არ იყო. მე პირადად ამას ვუყურებდი, ვესწრებოდი და იქ ვიყავი, შესაბამისად გარდა რამდენიმე ინციდენტისა, რომელიც ისევ რეზინის ტყვიებთან კავშირდება, არანაირ გადამეტებას არ ჰქონდა. აგრესია იყო მათ მიმართ ბევრი საათის განმავლობაში, ეს სიტყვები არ არის. ეს მილიონჯერ თქვა პრემიერ-მინისტრმა, მაშინ ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ხომ გაქვთ ქრონოლოგია, დაჯექით უყურეთ რა, როდის, რომელ წამზე რა ხდება, ნახავთ რა, რომ დრამატული ნაწილი არის დილისკენ, რომელზეც ინდივიდუალური გამოძიებები მიმდინარეობს,“ - აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

დღის ამბები