"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება. დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს სამუშაო საათების შემცირებასა და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზღუდვა/აკრძალვას, შეთავსებით მუშაობის აკრძალვას, სტაჟირების შეზღუდვას, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღებას და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას.
გიგა ბოკერია ინიციატივას მავნებლურს უწოდებს და ამბობს, რომ ის მოქალაქეებს დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობას უზღუდავს.
„მთელი ამ წლების განმავლობაში რასაც ვხედავთ, ეს არის ეკონომიკის შენელება და ეს ხდება იმ რეგულაციებით, რომელიც დაახვავეს მთელი ამ წლების განმავლობაში. უკეთეს შემთხვევაში, ეს რეგულაცია რომელიც შრომის საათებს უზღუდავს ადამიანებს, უკეთეს შემთხვევაში გამოიწვევს არალეგალურ სფეროში ამ ყველაფრის გადატანას, ანუ არ გააფორმებენ, უარეს შემთხვევაში კი იქნება ბარიერი ადამიანებისთვის იშოვონ მეტი სამსახური და შეინახონ თავიანთი ოჯახები" - აცხადებ გიგა ბოკერია.