18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც დგას ადამიანის ფასეულობაზე" - ელენე ხოშტარია

„მე მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც 93 დღის განმავლობაში ყველაფერი გადადეს, ყველაფერი პირადი გადადეს და ფეხი არ მოუცვლიათ აქედან“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ აქცია „სირცხვილიაზე“ გააკეთა, რომელიც ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. 

ხოშტარიას თქმით, ყველას აერთიანებს იდეა, რომლის თანახმად, ქვეყანა თავისუფალ ადამიანზე უნდა იდგეს.

„შეუძლებელია, რომ ჩვენ დავიღალოთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ გვაერთიანებს ყველა განსხვავებულ პარტიას, ყველა განსხვავებულ მოქალაქეს, განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანს, გვაერთიანებს იდეა, რომ ჩვენ გვინდა სხვანაირი ქვეყანა, ჩვენა არ გვინდა ესეთი ქვეყანამ, რომელსაც არ აინტერესებს ადამიანი. ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელიც დგას ადამიანის ფასეულობაზე და ეს ადამიანი არის არა მონა, ეს ადამიანი არის არა ბელადი, ეს ადამიანი არ არის ოლიგარქი,  არ არის ფულის ტომარა, ეს ადამიანი არ არის მბრძანებელი, ეს არის თავისუფალი ადამიანი, თავისუფალ ადამიანზე უნდა იდგეს საქართველო“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

დღის ამბები