სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. დონალდ ტუსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ მხარდამჭერ პოზიციებს კომისიას გაუზიარებს.
ზურაბიშვილმა და ტუსკმა შეხვედრისას თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ვროკავშირსა და საქართველოს შორის უკვე არსებული, მყარი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.