18 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"ვარეგისტრირებ პროექტს კლანური მმართველობის შესახებ"- ბესელია ახალი ინიციატივით გამოდის

ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადო წესით მოსალოდნელ დანიშვნას ეხმაურება. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს არსებობდა პოლიტიზირებული სასამართლო სისტემა, რომლის შენარჩუნებაც დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სურს. 

ბესელია ასევე მოითხოვს როგორც წინა ხელისუფლების, ასევე ამ მთავრობის პირობებში სასამართლოში არსებულ ძალადობრივად მართული სისტემის აღიარებას.

ახალი ინიციატივის მიხედვით, უნდა შეიქმნას სისტემის გამაჯანსაღებელი კომისია, რომელსაც მომავალი წლის პირველ  თებერვლამდე მანდატი მიენიჭება. ბესელიას განცხადებით, ეს კომისია ეფექტურად იმუშავებს. ახალ ინიციატივას დეპუტატები პარლამენტის წინაშე ორშაბათს წარადგენენ.

"ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც მომზადდა დამოუკიდებელი ექსპერტების და იურისტების მიერ მათი გვარები საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამის ინიცირებას მოვახდენთ რამდენიმე დეპუტატი, მე გამოვიტან ამას პარლამენტის სხდომაზე და შევთავაზებ პარლამენტს, აღიაროს, შეაფასოს, რომ არსებობდა წარსულში ძალადობრივი სისტემის დროს პოლიტიზირებული სასამართლო სისტემა, რომლის მსახური მოსამართლეები დღეს ცდილობენ, როგორც იმ ათკაციანი სიის დროს იყო მცდელობა, რომ გახდნენ  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ. მოხდეს აღიარება, რომ არსებობდა წარსულში ეს სისტემური პრობლემები და დღესაც არსებობს სასამართლოში ეს პრობლემები და გავლენიანი ჯგუფი ახერხებენ,  მოახდინოს ზეგავლენა, არა მხოლოდ სასამართლოს დანარჩენ შემადგენლობაზე, არამედ მათ შორის პოლიტიკურ ნაწილზეც,"- განაცხადა ბესელიამ.

დღის ამბები