18 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
ზურბიშვილის გამოსვლა გაეროში მანჰეტენზე საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა

სალომე ზურაბიშვილის საკმაოდ ვრცელი გამოსვლა განათლებაზე, ჯანდაცვაზე და იმ გლობალურ პრობლემებზე საუბარს დაეთმო, რომელსაც გაეროს წევრი ქვეყნები აწყდებიან. მისი სიტყვით გამოსვლა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ქართული ემიგრაცია, მანჰეტენზე საპროტესტო აქციის დროს ორი ხმაურიანი თემით გამო შეიკრიბა, პირველი პატიმრების შეწყალებას, მეორე კი რუსულ აგრესიას ეხებოდა.

"საქართველოს სამწუხაროდ ჰყავს კრიმინალების შემწყალებელი პრეზიდენტი, საქართველოს სამწუხაროდ ჰყავს ივანიშვილის, რუსეთის მიერ ხელდასმული ოლიგარქის და მმართველი საქართველოს დღევანდელი მმართველის მიერ არჩეული, უკანონოდ არჩეული პრეზიდენტი, ის ქართველ ხალხს არ აურჩევია. ჩვენ ვაპროტესტებთ აქ მის გამოსვლას," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე გირშელ ბართაიამ.

დღის ამბები