18 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტსა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

პრეზიდენტმა ლიდერებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხში საქართველოს პარტნიორების მეტი ჩართულობაა საჭირო.

პრეზიდენტთან შეხვედრისას ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები