მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი, რჩეული 12 პროფესიონალი ცნობილია. "ლელოს" დამფუძნებელმა დღეს ახალი თანაგუნდელები საზოგადოებას გააცნო. მხატვრები, მეცნიერები, გამომგონებლები და სხვა სფეროს წარმომადგენლები ყოფილ ბანკირთან ერთად აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების დაწყებას გეგმავენ.
მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური პარტიის ოფიციალურად შექმნამდე ბევრი ახალი სახის ფართო ასპარეზზე გამოყვანას აანონსებს. საზოგადოებრივი მოძრაობის უკვე ცნობილი წევრები კი დარწმუნებული არიან, რომ პოლიტიკა მამუკა ხაზარაძის ზეპარტიულ იდეალებს არ შეცვლის.
პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, ყოფილი ბანკირისგან, სამომავლო რისკების დაზღვევას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ხაზარაძის კიდევ ორი თანაგუნდელი. ადვოკატი ამირან ფაჩუაშვილი და ჰიდრო-ინჟინერი, გიორგი წურწუმია მამუკა ხაზარაძის სიტყვას და საქმეს ენდობიან.
ბოლო დროს გაკეთებული სკანდალური განცხადებები და სხვადასხვა ფარული შეხვედრების დეტალების გასაჯაროება ახალ თანამოაზრეებთან ურთიერთობის პროცესში ბარიერს არ უქმნის თავად მამუკა ხაზარაძეს.
ლელოს დამფუძნებელი "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ ხელისუფლების ყველა მანკიერი დეტალი დროულად გამოააშკარავა. მამუკა ხაზარაძის ოცდაოთხი რჩეული უკვე ცნობილია, მათგან 12 ყოფილმა ბანკირმა მედიას დღეს წარუდგინა.
შოთა ფალავანდიშვილი