"პუტინი ცდილობს საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალი გზა დაბლოკოს, ის ამ მცდელობებში მაინც წარუმატებელია,"- ეს განცხადება ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
"მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ცდილობს დაბლოკოს საქართველოს, უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დასავლეთისაკენ მიმავალი გზა, ის ამ მცდელობებში მაინც წარუმატებელია. თუმცა, ჩემი აზრით, დასავლეთს აქვს ვალდებულება, საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერის მეშვეობით ამ მოცემულობის შენარჩუნება უზრუნველყოს,"-ამბობს ვერშბოუ.
ნიუ-იორკში საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს დისკუსიას, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ვერშბოუ მოდერაციას უწევდა.