18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
"სოფლის ექიმებს ხელფასები 100 ლარით გაეზრდებათ" - ვანო მაჭავარიანი

2020 წლის ბიუჯეტი იზრდება. მომზადებული პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტი 14 მილიარდს აჭარბებს. 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით, ეს არის მილიარდ 200 მილიონით მეტი, ვიდრე მიმდინარე წლის ბიუჯეტია. პრიორიტეტული მიმართულებები კი სოციალური მიმართულებაა, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. ინფრასტრუქტურისთვის 2020 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია სამი მილიარდ 700 მილიონი, რაც მიმდინარე წლის დაფინანსება 70 მილიონით აღემატება.  

მომავალი წლის ბიუჯეტის გამო, დღეს მთავრობა რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა, სადაც პრემიერმინისტრმა განმარტა, რომ ახალი პროექტის მიხედვით, კონკრეტული სფეროების ნაწილში დაგეგმილია ხელფასების ზრდა.

მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სასწრაფოს ექიმებისა და სოფლებში მომუშავე ექიმების ანაზღაურება იზრდება.

“ექიმები და სასწრაფოს სისტემა გაერთიანდება. სოფლის ექიმებზე მოხდება 100 ლარიანი მატება ხელფასის. მასწავლებლების ხელფასები იზრდება პირველი ოქტომბრიდან, ანუ შემდეგი ზრდა იქნება მომავალ წელს. ჯამში, თავდაცვისა და პოლიციელების ანაზღაურება იქნება მილიარდ 25 მილიონი. ჩქაროსნული მაგისტრალები ისევ რჩება ჩვენი პრიორიტეტი, დაახლოებით 700 მილიონ ლარამდე იქნება მობილიზებული მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაზე და წარმოადგენს მილიარდ 200 მილიონს. 70 ათას ადამიანს ვუზრუნველყოფთ უწყვეტი 24-საათიანი წყლის მომარაგებით. ლომის წილი უკავია გაზიფიციფრებას, რაც წელს ასევე 20 მილიონით იზრდება და აღწევს 60 მილიონს“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები