2020 წლის ბიუჯეტის პროექტი - მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ მომავალი წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 14 მილიარდს გადააჭარბებს. წლევანდელი ბიუჯეტი, მილიარდ 200 მილიონით მეტია შარშანდელზე. 2020 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი პარლამენტში დარეგისტრირებამდე გახდა.
ბიუჯეტის პროექტი მთვარობამ საკანონდებლო ორგანოში დაახლოებით პირველ საათზე შეიტანა. დოკუმენტი, რომელიც, აღმასრულებელი ხელისუფლების შეფასებით, მოქალაქეების საჭიროებებზეა ორიენტირებული, ბიურომ უკვე დაარეგისტრირა.
მანამდე კი ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პარამეტრები რიგგარეშე მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ძირითადი ცვლილებები პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა. გიორგი გახარიას განაცხადებით, სახელმწიფოს პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული პროექტები.ასევე, მომავალ წელსაც პრიორიტეტად რჩება სოციალური მიმართულებები და ეკონომიკური განვითარება. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაც არის გათვალისწინებული.
მომავალი წლის პრიორიტეტებიდან დაფინანსება გაწერილი აქვთ სხვა უწყებებსაც.
ის, რაც მმართველი გუნდისთვის სოციალური პასუხისმგებლობაა, პოლიტიკური ოპონენტებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ბიუჯეტს უკვე მერვედ უწუნებს.