18 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
"გასაგებია, რომ თქვენ გძულთ ქალები..." - თეა წულუკიანი მამუკა ხაზარაძეს 

იუსტიციის მინისტრი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის, მაია ცქიტიშვილის მისამართით, გამოქმულ ბრალდებებს ეხმაურება. თეა წულუკიანმა განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

იუსტიციის მინისტრი წერს: 

"რაკი ამ განცხადების ადრესატი არც ოპოზიციონერი და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ არის, ამ უმსგავსო განცხადებას „ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები“ სავარუდოდ არ გამოეხმაურებიან.

ისევე, როგორც არასოდეს (!) არ გამოხმაურებიან ჩემზე გენდერული ნიშნით თავდასხმებს და გენდერული ნიშნით კიდევ სხვა პოლიტიკოს ქალზე თავდასხმას, სახელად: „ქალო, რით ვერ ისწავლე ქართული, გნუ ხარ?“.

ჰოდა, მე გამოვეხმაურები. იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობ დავიცვა ის, ვისაც ჰქვია საჯარო საქმიანობაში ჩართული ქალი. ვცდილობ მაინც.

ბ-ნო ლელო მამუკა, თქვენ ამ განცხადებით საკუთარი გარემოცვის ქალებს აყენებთ შეურაცხყოფას, ეს იცით? თუ არ იცით, ახლა გეცოდინებათ. პოლიტიკაში „მოსვლა“ რომ გინდათ, ასეთი განცხადებებით აპირებთ „მოსვლას“?

თქვენ, ამ განცხადებით, ასევე შეურაცხყოფას აყენებთ ყველა იმ ახალგაზრდა ქალს, რომელიც განათლებას ან იღებს, ანდა უკვე მიღებული აქვს და, ასე მგონია, არის თქვენზე განათლებულიც, თქვენზე ჯანსაღიც და თქვენზე უფრო მეტი ნდობის ღირსიც.

ისე ხდება, რომ ხაჭაპურების ცხობაში მახსოვრობა გვივარჯიშდება ხოლმე ქალებს და დიდხანს გვახსოვს რაღაცეები.

გასაგებია, რომ თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი, გაბედა და გამოჰყო. ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი.

ჩემს გამომცხვარ ჭვიშტარს კი ვერ ეღირსებით დიდხანს, რადგან არ მცალია, ბევრი საქმე მაქვს და, თანაც წინ, 2020 წლის არჩევნები მაქვს მოსაგები. მე, ქალს. იხუმრა, ეგონა, ალბათ,"- წერს იუსტიციის მინისტრი ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსებნებთ, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს  რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის  მინისტრს კომპეტენცია დაუწუნა და ხაჭაპურების ცხობა ურჩია.

დღის ამბები