18 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
რუსეთის პროპაგანდისტული იარაღი ჰიბრიდულ ომში - ექსპერტები "უკვდავი პოლკის" დარეგისტრირებას "გავრილოვის ღამის" გაგრძელებად მიიჩნევენ

ექსპერტების შეფასებით, საჯარო რეესტრის მიერ "უკვდავი პოლკის" სახალხო პატრიოტულ მოძრაობად დარეგისტრირება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. მათი განცხადებით, რუსული გავლენები მატულობს მთავრობა კი ამის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს. ექსპერტები ხელისუფლებას მოუწოდებენ შემუშავდეს ახალი კანონი, რომელიც საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების საქმიანობას აკრძალავს.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ამ თემით უნდა დაინტერესდეს, როგორც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები, ასევე პარლამენტიც:

"უკვდავი პოლკი არის რუსეთის ხელში პირდაპირი იარაღი, ამიტომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების პირველი რიგის ამოცანაა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საქართველოს პარლამენტის, რომ შეიმუშაოს ახალი საკანონმდებლო რეგულაციები რომელიც აკრძალავს, ამ ტიპის წარმონაქმნების რეგისტრაციას საქართველოში,"- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია ერთმანეთთან აკავშირებს "უკვდავი პოლკის" და "გავრილოვის" ისტორიებს.

"უკვდავი პოლკის ისტორიაც გაგრძელებაა გავრილოვის ღამის ისტორიის, ზუსტად იგივე მიზეზით მთავრობას როგორც ჩანს არც ინტერესი, სურვილი ან პოლიტიკური ნება არა აქვს, რომ ხელი შეუშალოს რუსული ჰიბრიდული ომის სხვადასხვა საცეცების ოპერირებას საქართველოში. მათ ინტერესებშია, რომ საქართველო გახდეს, რაღაც რუსული სივრცის ნაწილი ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც,"- აღნიშნა ქუთელიამ

დღის ამბები