18 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
20-21 ივნისის ღამეს დაკავებულებს "ლეიბორისტულმა პარტიამ" ციხეში ნობათი შეუგზავნა

"ლეიბორისტულმა პარტიამ" გლდანის ციხესთან სოლიდარობის აქცია გამართა. პარტიის წევრები, 20-21 ივნისის მოვლენებზე დაპატიმრებულების მხარდასაჭერად სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეიკრიბნენ და პატიმრებს ნობათი შეუგზავნეს.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, "გავრილოვის ღამეს" დაკავებულების პოლიტიკური პატიმრები არიან.

"პატარა ნობათი მოვუტანეთ დღეს 20 ივნისის გმირებს. სამწუხაროდ ოლიგარქის ქვეყანაში პატრიოტიზმი დანაშაულია. ქურდობა, ყაჩაღობა, ვერცხლმადიდებლობა წახალისებული და ხელშეწყობილია. ამ ბიჭებმა დაწერეს საქართველოს უახლესი ისტორია, ისინი ძალიან მალე იქნებიან თავისუფალნი, ხოლო მათ საკნებში ჩაჯდებიან მათი დამჭერნი,"- განაცხადა დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები