22 დეკემბერი 2024,   14:57
ვრცლად
ავარიის შედეგად რუსთავში ქალი და 4 წლის ბავშვი დაშავდნენ

რუსთავში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი და 4 წლის ბავშვი დაშავდნენ. ქვეითებს ზებრა გადასასვლელზე მოტოციკლი დაეჯახა.

ორივე დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. ახალგაზრდა ქალს ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

შემთხვევა მეგობრობის გამზირზე მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები