22 დეკემბერი 2024,   16:24
ვრცლად
საქართველოს ოფიციალური შეტყობინება რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით არ მიუღია - ნათია თურნავა 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, საქართველოს ოფიციალური შეტყობინება რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით არ მიუღია.

თუმცა, მისი თქმით, ზოგადად ოფიციალური თბილისი ფრენების აღდგენას მიესალმება.

"ჩვენ მივესალმებით თუ რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღდგება ფრენები, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის. გუშინდელი ინფორმაცია რუსულ მედიაზე დაყრდნობით გავრცელდა და ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას, იმიტომ, რომ ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენს საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია შეტყობინება. აქედან გამომდინარე ინფორმაციას ვერ დავადასტურებ,“ - განაცხადა დღეს თურნავამ.

შეგახსენებთ, გუშინ რუსულ მედიაში საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაანონსდა. ეს მას შემდეგ, რას რუსულმა ავიაკომპანია „სიბირმა“ რუსეთის სამოქალაქო ავიაციისგან მიიღო ლიცენზია მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენების შესრულებასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ავიაკომპანიამ თვითონვე განმარტა, რომ ამ უფლებას მას შემდეგ გამოიყენებს, რაც ოფიციალური მოსკოვი ფრენებზე აკრძალვას მოხსნის.

დღის ამბები