რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ იტალიის სანაპიროსთან 7 მიგრანტის, მათ შორის ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს.ლიბიიდან წამოსული გემი კუნძულ ლამპედუსასთან 7 ოქტომბერს ჩაიძირა.
მაშველებმა იმავე დღეს წყლიდან 13 ქალის ცხედარი ამოიყვანეს. ცნობილია, რომ გემზე მყოფ მიგრანტებს სამაშველო ჟილეტები არ ჰქონდათ. დაღუპულთა სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდება. მაშველები კიდევ 5 ადამიანს ეძებენ.