22 დეკემბერი 2024,   14:10
ვრცლად
"ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე: მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა" - USAID-მა პროგრამის დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა

"ერთი წელი 2020 წლის არჩევნებამდე: მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა" -USAID-მა ახალი, 4-წლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის განხორციელებაში ჩართულმა ყველა პარტნიორმა ორგანიზაციამ. გახსნის ცერემონიალზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ამერიკისა და საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა პირებმა

"საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგანაც ქვეყანა გადის სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და მე ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს უფრო მეტი პლურალიზმი. რა თქმა უნდა, ეს საარჩევნო რეფორმა არის კარგი შესაძლებლობა,გამოსწორდეს ის ხარვეზები,რაც დაფიქსირებული იქნა წინა არჩევნების პერიოდში,რაზეც საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და შესაბმისად, შეიქმნას უფრო თანაბარი და სამართლიანი გარემო ყველასათვის. დღეს ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო პროგრამას,რომელიც გულისხმობს ამ საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერას და პროგრამა შედგება 7 პროექტისგან,რომელთა მიზანიც გახლავთ მოქალაქეთა ჩართულობის და მოქალაქეთა კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერება საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებზე,"- განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

დღის ამბები