მასშტაბური არეულობა მექსიკაში - მიზეზი სპეცოპერაციის დროს ცნობილი ნარკობარონის ელ ჩაპოს ვაჟის დაკავება გახდა. კარტელის წევრები პოლიციის შენობას თავს დაესხნენ, ცეცხლი წაუკიდეს და ტყვიამფრქვევიდან ესროლეს. მექსიკის ხელისუფლება იძულებული გახდა დაკავებული გაეთავისუფლებინა.
მექსიკელი ნარკობარონი ელ ჩაპო ამჟამად დაკავებულია. მას ამერიკის შეერთებულ შტატებში 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან 2015 წელს მექსიკის ციხიდან გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც მისი შტატებში ექსტრადირება მოხდა. ელ ჩაპოს ოჯახი მექსიკაში ცხოვრობს.