"დიდი შვიდიანის" მომდევნო სამიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გოლფ-კლუბში ჩატარდება. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს და განმარტავს, რომ ამერიკის პრეზიდენტი ფინანსურ სარგებელს არ მიიღებს.
ფლორიდაში - ამერიკის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ბრიტანეთისა და იაპონიის ლიდერები 10-12 ივნისს შეიკრიბებიან. მანამდე აგვისტოში ტრამპმა განაცხადა, რომ დროა რუსეთი "დიდ შვიდიანს" შეუერთდეს.
ყირიმის ანექსიის გამო,2014 წელს "დიდი რვიანის" ქვეყნების ლიდერები სოჭში სამიტზე აღარ გაემგზავრნენ და ფორუმიდან რუსეთი გააძევეს.