22 დეკემბერი 2024,   14:07
ვრცლად
"იდეა მერკელმა დაბლოკა" - მეთიუ ბრაიზა აცხადებს, რომ საქართველოსთვის მაპის მინიჭებას გერმანია ეწინააღმდეგებოდა

საქართველო ნატოს ურთიერთობა და რუსული სამხედრო აგრესია - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა "უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან“ ინტერვიუში საუბრობს.

ბრაიზა რასმუსენის იდეას იზიარებს და ფიქრობს, რომ ეს გეგმა საქართველოს ნატოს კარს გაუხსნის და მას უსაფრთხოების გარანტიას მისცემს. იდეა, რომელზეც რასმუსენმა თბილისში ისაუბრა, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ითვალისწინებს და ამავე დროს ნატოს მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით არ გავრცელდება. ინტერვიუში მეთიუ ბრაიზამ ისაუბრა თუ როგორ ეწინაარმდეგებოდა გერმანია საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას.

ყოფილი დიპლომატის თქმით, 2008 წელს პუტინმა სააკაშვილი არჩევანის წინაშე დააყენა. საქართველოს რუსეთთან ან უნდა ეომა ან აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსეთის მმართველობაში დაქვემდებარება ეღიარებინა. დასავლელმა დიპლომატებმა ამის წინააღმდეგ გეგმაც კი შეიმუშავეს თუმცა, მერკელმა ყველა ის პუნქტი ამოიღო, რომელიც რუსეთს უსიამოვნებებს შეუქმნიდა.

"2008 წელს ბუქარესტში პრეზიდენტი ჯორჯ ბუში საქართველოსთვის მაპის მინიჭებას აქტიურად ლობირებდა, მაგრამ ეს იდეა მერკელმა დაბლოკა."- განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

დღის ამბები