უკრაინაში, ქალაქ ხარკოვის ცენტრში, ორმხრივი სროლის შედეგად 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მან ჭრილობა გულმკერდის არეში მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.
სროლა ერთ-ერთი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე მოხდა. სროლის შემდეგ რამდენიმე პირი ავტომობილით მიიმალა. პოლიციამ მოგვიანებით მანქანა დამწვარი იპოვა.