პროკურატურის მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნა სასამართლომ "თიბისი" ბანკის საქმეს არ დაურთო. სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტზე, სადაც საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, აშკარად იკვეთებოდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სქემა ფულის გათეთრების მიზნით, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ უარი თქვა.
"არანაირი სამართლებრივი დატვირთვა ამ ანგარიშს არ გააჩნია,"- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში "თიბისი" ბანკის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის დასკვნა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე პროკურატურამ 19 ოქტომბერს გაასაჯაროვა.
საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანი ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა იყო და წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.