18 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
"მზად ვართ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და კონტროლირებადი ტერიტორიები" - შს მინისტრი საოკუპაციო რეჟიმს პასუხობს

საოკუპაციო ზოლთან ვითარება კვლავ დაძაბულია. ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ე.წ.ი შეიარაღებული ძალები საბრძოლო რეჟიმზე გადაიყვანა, მიზეზად - სწავლებას ასახელებს. შექმნილ მდგომარეობას, ცოტა ხნის წინ სამეგრელოში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაურის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის მუქარას და პროვოკაციას საქართველოს ხელისუფლება შესაბამის პასუხს გასცემს.

"ვითარება იქ ნამდვილად გამწვავებული არ არის. ძალიან სამწუხაროა. რომ ასე აფასებენ ხოლმე. ტერიტორიები დავკარგეთ ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ, მცოცავი ოკუპაცია არ არის, ეს ამბავი დაიწყო 2008 წელს, ღობე იქნება ადგილზე თუ რუსული ჯარი იქნება და არ შეგვიშვებენ ჩემთვის ერთიდაიგივეა, თუ ცეცხლს გახსნიან ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ და  ჩვენი მოსახლეობა და კონტროლირებადი ტერიტორიები  დავიცვათ.

დღის ამბები