პრემიერმა და შს მინისტრმა ზუგდიდში 112-ის შენობა გახსნეს. პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია. ცენტრში 80 თანამშრომელი იმუშავებს, მათ შორის 20 მეხანძრე-მაშველია. ეს არის პირველი სახანძრო-სამაშველოს შენობა საქართველოში, რომელსაც ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცე აქვს. შენობაში ფუნქციონირებს საოპერატორო ოთახი და ე.წ. ქოლცენტრი. დღესვე პრემიერ-მინისტრი პედაგოგებს, მეწარმეებს, ექიმებსა და ახალგაზრდებს შეხვდება.