18 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
"უპასუხისმგებლო იყო შს მინისტრი... ხისტი საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს დიპლომატიაში"- უდუმაშვილი

შს მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება გამწვავებული არაა, არც მცოცავი ოკუპაციაა და ტერიტორიები 2008 წელს დაიკარგა უპასუხისმგებლოს უწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი

"ხისტი კი არა, უპასუხისმგებლო იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით, იმას რასაც ვუყურებთ, როგორ ხდება საოკუპაციო ხაზის გადატანა და ახალი ტერიტორიების მიტაცება და ამას თურმე არ ჰქვია ოკუპაცია, ეს მართლაც არის ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება. ზოგადად, ამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან წარმოდგენილია, როგორც დამკვირვებელი. ამას დაკვირვება კი არ სჭირდება, ამას სჭირდება აქტიური მოქმედება, რომელშიც დიპლომატიურ მოქმედებას ვგულისხმობ. ხისტი საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს დიპლომატიაში და ჩვენს პარტნიორებთან უნდა მოითხოვოს, რომ ეს პროცესი შეჩერდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად," - განაცხადა უდუმაშვილმა.

 

 

დღის ამბები