მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, მეუფე იაკობის, სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ მედიის კითხვები უპასუხოდ დატოვა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა პატრიარქის გადაყენების სავარაუდო სქემის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას და მის ნაცვლად მეუფე შიოს კანდიდატურას სთავაზობდნენ.
ეპისკოპოსის თქმით, შეხვედრას გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდნენ.