პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას დეკანოზ მამალაძის შეწყალების თემაზე. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა.
"ასეთი "ფეიკ-ნიუსები" ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა,"- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.