18 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
"ევროკავშირის ქვეყნები და ლიდერები შეთანხმებულები არიან, რომ 2030 წლამდე გაფართოება არ მოხდება - ოპოზიცია ტყუილად აშანტაჟებს საზოგადოებას, თითქოს მოლაპარაკება დღეს თუ არ გაიხსნა, ეს დასჯის უკიდურესი ფორმა იქნება" - ნინო წილოსანი

ჩვენს საზოგადოებას მინდა, რომ კიდევ ერთხელ შევახსენო, თავად ევროკავშირის ქვეყნები და ლიდერები შეთანხმებულები არიან და ასეთი მორატორიუმივით აქვთ გამოცხადებული, რომ 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ ქართულ საზოგადოებაზე ტყუილად ხდება ზეწოლა და შანტაჟი იმ საკითხთან დაკავშირებით, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება დღეს თუ არ გაიხსნა საქართველოსთან, ეს დასჯის უკიდურესი ფორმა იქნება.

"ჩვენს საზოგადოებას მინდა, რომ კიდევ ერთხელ შევახსენო, თავად ევროკავშირის ქვეყნები და ლიდერები შეთანხმებულები არიან და ასეთი მორატორიუმივით აქვთ გამოცხადებული, რომ 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება. ამიტომ, ტყუილად აშანტაჟებენ და ზეწოლას ახორციელებენ ქართულ საზოგადოებაზე იმ იდეით, რომ თითქოს მოლაპარაკება დღეს თუ არ გაიხსნა საქართველოსთან, ეს არის რაღაც დასჯის უკიდურესი ფორმა. ან საერთოდ რატომ უნდა დაისაჯოს ჩვენი ქვეყანა, ვერ ვხვდები, როდესაც ყველაფერს უმაღლესი სტანდარტით ვაკეთებთ და ნამდვილად უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი არის მათი მხრიდან.

თუმცა, ასევე, მინდა გითხრათ, რომ როგორც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, ახლაც ზუსტად იგივე ტაქტიკით ვიმოძრავებთ. ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით ამ მოლაპარაკების პროცესში და თუ ვინმეს ინდივიდუალური, თუ პირადი პოლიტიკური ინტერესით თუ გადაწყვეტილებით, ეს მოლაპარაკების პროცესი დღეს შეჩერებულია, არაფერი გამორიცხავს იმას, რომ უახლოეს მომავალში ეს მოლაპარაკების პროცესი გაიხსნას. მათ შორის, ასევე შეგახსენებთ, რომ 2030 წლამდე ძალიან ბევრი წელია იმისთვის, რომ ჩვენ ის მოლაპარაკებების პროცესი დავაკომპენსიროთ, რომელსაც სამწუხაროდ უკრაინასა და მოლდოვას ჩვენზე ადრე გაუხსნეს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები