18 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
როდის მიმართავენ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თხოვნით - საპატრიარქოში შესაბამისი პროცედურა ჯერ არ დაწყებულა

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საპატრიარქოს შორის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჯერ არ ყოფილა. საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ჟურნალისტებს დალოდება ურჩია, რადგან მისი განმარტებით, უქმე დღეებში საპატრიარქოში პროცედურულად არაფერი არ ხდება.

"მიმართვასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი ჯერ არაფერი არ გამზადებულა, შაბათ - კვირას პროცედურულად არაფერი არ ხდება, დაველოდოთ მომავალ დღეებს,"- განაცხადა ქარჩავამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე წმინდა სინოდმა რამდენიმე დღის წინ იმსჯელა და გადაწყდა, რომ ისინი მამალაძის შეწყალებისთვის სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, თუ როდის ეს ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები