"ახალი საქართველოს" სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის განცხადებით, საარსებო შემწეობის ჩარიცხვა რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს აბსურდული მიზეზით უჩერდება.
"ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, რომ ძალიან უპასუხისმგებლო მიდგომაა, როდესაც ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს 3 თვით უჩერებ შემწეობას, როდესაც იცი, რომ მათ სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ და რჩებიან ულუკმაპუროდ,"- განაცხადა ჭალიძემ.
ჭელიძის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ მანამდე არ შეუჩერდეს ოჯახებს დახმარება, სანამ არ დადასტურდება, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.