ბრიტანეთი შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას არ დაუშვებს. განცხადება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გააკეთა.
"ჩვენ უკვე გვქონდა ერთი რეფერენდუმი 2014 წელს. ასეთი რამ თაობაში ერთხელ ხდება," - განმარტა ჯონსონმა.
კანონის თანახმად, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩასატარებლად შოტლანდიას ბრიტანეთის მთავრობის ნებართვა სჭირდება. ამ მოთხოვნით შოტლანდია ბრიტანეთს დეკემბერში მიმართავს.
შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯეონი კი რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს - ამ მოთხოვნით აქცია, გუშინ ქალაქ გლაზგოში გაიმართა.