დიდ დიღომში მანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, გუშინ დღის ბოლოს მოხდა. 35 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცმა მრავლობითი სახის დაზიანებები მიიღო - ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, კიდურებისა და გულმკერდის ტრავმასთან ერთად მამაკაცს დაზიანებული აქვს თავის ქალაც და მის მდგომარეობას საშუალო სიმძიმედ აფასებენ.