18 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
"არ ველი, რომ ოპოზიცია პატრიარქის გზავნილებს გაითვალისწინებს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ დესტრუქციულ ნარატივში გარკვეული კონსტრუქციული გეგმების შეტანას ეცდებიან" - ვახტანგ ჩოჩია

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გზავნილებს პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთხელ აფასებენ. ოპოზიციის კონსტრუქციულობის კვლავ არ სჯერათ საპარლამენტო უმრავლესობაში.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერის, ვახტანგ ჩოჩია, ოპონენტებს მოუწოდებს, გაიზიარონ პატრიარქის გზავნილი, რადგანაც ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიისთვის.

"არ მაქვს მზაობა, რომ ოპოზიცია გაითვალისწინებს პატრიარქის მიერ განცხადებულ გზავნილებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პატრიარქს აქვს საზოგადოების დიდ ნაწილზე გავლენა და იგი არის ყველაზე პატივსაცემი ადამიანი ქართულ საზოგადოებაში, მაინც იმედს ვიტოვებ, რომ მათთვის ეს განცხადება იქნება მნიშვნელობის მატარებელი და შესაბამისად, ისინი შეეცდებიან თავიანთ დესტრუქციულ ნარატივში შეიტანონ გარკვეული კონსტრუქციული გეგმები, რომელიც, ერთი მხრივ, კარგი იქნება მათი პარტიული ცხოვრების განვითარებისთვის, მეორე მხრივ კი - ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.

დღის ამბები