18 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს - პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვა ისევ უპასუხოდ დატოვა 

ბათუმში, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს,  ღონისძიებაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

ზურაბიშვილმა, კონფერენციაზე შესვლამდე, ჟურნალისტების არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა, მათ შორის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დასმულ კითხვასაც. მედია დაინტერესდა, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.  

შეგახსენებთ, რომ ფორუმის დელეგატთა შორის საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, NATO-ს მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები არიან.  

დღის ამბები