18 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
ადგილობრივი მოსახლეობა მეუფე პეტრეს მიწის ნაკვეთების მიტაცებაში ადანაშაულებს - საპატრიარქოს წარმომადგენელი

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ლევან მერაბიშვილის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა ეპარქიის ყოფილ მმართველს მიწების უკანონოდ მიტაცებაში ადანაშაულებს და შესაბამისად ეს საკითხიც გარკვევას მოითხოვს:

"ბევრი ზარი შემოვიდა ადგილობრივი მოსახლეობიდან მიტაცებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, პრეტენზიები აქვთ ეპარქიის ყოფილ მმართველთან. იმიტომ ვართ აქ, რომ თუ ვინმეს რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი აქვს, რა თქმა უნდა, დაუბრკოლებლად გადაეცემა,"- განაცხადა ლევან მერაბიშვილმა.

ყოფილი მმართველის მიმართ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ადგილობრივი სასულიერო პირი დედა თამარი, მისი თქმით, მარტივია იმის დადგენა, თუ მეუფე პეტრეს რა ქონება ეკუთვნოდა რეალურად.

 ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი გრძელდება. დღეს დილიდან კომისიის წევრები ახალ მიტროპოლიტ გრიგოლ კაციასთან ერთად რეზიდენციაში შეიკრიბნენ. როგორც კომისიის წევრმა მამა გიორგი ქვარცხავამ ჟურნალისტებს უთხრა, დღეს გადაწყვეტენ, თუ სად განაგრძობენ ინვენტარიზაციის პროცესს. ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების მიზნით შექმნილი კომისია მუშაობას აგრძელებს. აღწერა მარტვილის ტერიტორიაზე სავარაუდოდ დღეს დასრულდება, რის შემდგომაც ისინი აბაშაში გადაინაცვლებენ.

 

დღის ამბები