18 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
"შმაქსის" მძღოლებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს - "გირჩი" მთავრობას სამ მოთხოვნას უყენებს

"შმაქსის" მძღოლებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და  "შმაქსის" წინააღმდეგ მიმართული  კამპანია და  მძღოლების დაჯარიმება გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეებს მთავარი მოთხოვნა აქვთ: შეწყდეს დევნა "შმაქსის" მძღოლებზე, მოხდეს მათზე გაფორმებული ჯარიმების ჩამოწერა და შეჩერდეს მერიის მიერ გამოცხადებული ტაქსების რეფორმა.

"როცა გიზის სტუდენტი გვერდით, მაშინ გაჩერებენ. როცა ცარიელი მიდიხარ, არა. ვაპროტესტებთ, რომ უკანონოდ გვაჩერებენ და ჯარიმას გვიწერენ უკანონოდ," - აცხადებს "შმაქსის" მძღოლი თამაზ გოშაძე.

"გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ "შმაქსი" საგანმანათლებლო პროექტია:

"დღეში 7-ჯერ აჩერებენ თითოეულ შმაქსისტს, რაც არის პრობლემა. მინდა, რომ კიდევ გასაგები იყოს მათთვის, "შმაქსი" არის საგანმანათლებლო პროექტი. მოთხოვნა არის იგივე, თავი დაანებონ შმაქსისტებზე ნადირობას, გააუქმონ ყველა ის ჯარიმა, რომლებიც პირველი ოქტომბრის შემდეგ გამოუწერეს ადამიანებს და მესამე მოთხოვნა არის პოლიტიკური, რომ ზოგადად გააჩერონ ტაქსების რეფორმა,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

დღის ამბები