დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა, მინიმალური ხელფასის შესახებ პარლამენტში კანონპროექტი დაარეგისტრირეს.
ამის შესახებ განცხადება ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე გააკეთა. კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასის ოდენობა, მინიმუმ 500 ლარით უნდა განისაზღვროს. აქედან, 400 ლარია ხელზე ასაღები, რაც რეალურ საარსებო მინიმუმზე მეტია.
ბექა ნაცვლიშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რონ კანონით მოხდება ქვედა ზღვრის დადგენა, გაიზრდება შედარებით მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების ხელფასებიც.
დეპუტატის თქმითვე, კანონპროექტით გათვალისწინებულია მცირე ბიზნესის ინტერესებიც და პროექტით გათვალისწინებული მინიმალური ხელფასი, არ იმოქმედებს მათთვის 5 წლის განმავლობაში.
პროექტის ინიციატორები, დეპუტატებთან ერთად, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „სოციალ-დემოკრატების“ წევრებიც არიან.