18 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
"ბაყაყის ყიყინის სინდრომი" - გიორგი ვაშაძე პარლამენტის თავმჯდომარეს სიცრუის პროპაგანდაში ადანაშაულებს

"ეს არის ჩვეულებრივი, დახვეწილი პროპაგანდისტულ-საინფორმაციო ომი, რომელსაც ექსპერტულ წრეებში ეძახიან ბაყაყთა ყიყინს" - ასე აფასებს  "ახალი საქართველოს" ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

გიორგი ვაშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თემის კომენტირებისას ერთი და იგივე მესიჯებით გამოირჩევიან. 

"ვინ არიან ამ შემთხვევაში ბაყაყები - ეს არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ბაყაყებივით, ერთ და იგივე მესიჯს იმეორებენ, რომ ხალხი დაარწმუნონ სიცრუეში. ანუ ეს არის ჩვეულებრივი ბაყაყის ყიყინის სინდრომი, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას და მის ბრალდებებს აფასებს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ბერძენიშვილიც. ბერძენიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პარლამენტის სპიკერი, მისი მოადგილე და "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატების ქცევა ღირსების მიღმაა.

"ყველა ვინც ბიძინას ქვეშევრდომი არ არის, არის ნაციონალი. ეს ძალიან მდარე მიდგომაა. ფსიქიატრის საქმეა უფრო და ასეთ ვითარებაში, ქვეშევრდომები, სპიკერი, სპიკერის მოადგილე და ყველა დანარჩენი სამწუხაროდ, იქცევა ღირსების მიღმა," - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

დღის ამბები