18 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
თუ ფილმის ჩვენება არ აღიკვეთება, პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ მივმართავთ - გეგა ხვედელიძე

"ქართული მარშის" წევრები და ის პირები, რომლებიც დღეს ფილმის პრემიერის პარალელურად მწვავე პროტესტს აანონსებენ, შეკრებას 16:00 საათზე ვერის ბაღში დაიწყებენ, რის შემდეგაც  მსვლელობით სხვადასხვა კინოთეატრებისკენ გაემართებიან.

მათი თქმით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს და ფილმის ჩვენებას არ აღკვეთს, პროტესტი უკვე ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

"ვითხოვთ, რომ აიკრძალოს ამ ფილმის ჩვენება როგორც პორნოგრაფიის, სიბილწისა და უზნეობის. ჩვენ დავდგებით დიდი რაოდენობით ხალხი. მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ აღიკვეთოს ეს ფაქტი. არ ჩატარდეს კინოჩვენება. თუ ხელისუფლებისგან არ იქნება დამაკმაყოფილებელი პასუხი, პროტესტი გადაინაცვლებს ხელისუფლების წინააღმდეგ,"- აცხადებს  საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა "ქართული იდეის“  წევრი გეგა ხვედელიძე.

დღის ამბები