საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე პარლამენტისგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩაგდებას მოითხოვს.
"ჩვენი რადიკალური მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა ჩააგდოს მოსამართლეების ეს სია. დაუკავშირდნენ ჩვენი მოქალაქეები საკუთარ დეპუტატებს და გაუგზავნონ ეს ფირნიში - ჩააგდეთ სია. ამას არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება საქართველოს პარლამენტმა გააკეთოს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის,"- განაცხადა ანა დოლიძემ.