ისანში მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაფიცვა კვლავ გრძელდება.
ბაზრობის თანამშრომლები ქირის საფასურის დოლარში გადახდას აპროტესტებენ. გაფიცულები ყოველთვიურად 150 დოლარს იხდიან.
ბაზრობის თანამშრომლები გადასახადის დაწევას და საფასურის დასტაბილურებას ითხოვენ. მათი თქმით, კომპანია კრიზისული მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში გადასახადის დაწევას დაპირდა თუმცა, პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა.
"ტრანსერვისის" გენერალური დირექტორის განცხადებით, დადებულ ხელშეკრულებაში ქირის გადასახადი დოლარშია მითითებული და თანამშრომლების პროტესტი მისთვის გაუგებარია.
დღესდღეობით 100-მდე მაღაზიაა გაფიცული. თანამშრომლებს ვაჭრობის გაგრძელება ქირის გადახდის შემდეგ შეეძლებათ.