18 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ვინ დატოვებს პოსტს შემდეგი?! - კობერიძე მინისტრების მოხსნის გახარიას სამოქმედო სქემაზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ფიქრობს, რომ განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას სხვა მინისტრების გადადგომაც მოჰყვება - ამჯერად ეკონომიკის ბლოკიდან.

ლევან კობერიძის თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცდილობს შექმნას იმის ილუზია, რომ საკუთარ კაბინეტს თავად აკომპლექტებს.  

"გახარიას სჭირდება, რომ დაუმტკიცოს თავის თავს და საზოგადოებას, რომ ის ნამდვილი პრემიერ-მინისტრია და მას აქვს უნარი, თვითონ დააკომპლექტოს კაბინეტი და ამის ილიზიას ისინი ქმნიან რამდენიმე მინისტრის მოხსნით, იმიტომ რომ ძალოვანი მინისტრები დაუნიშნეს. რამოდენიმე მინისტრის ჩანაცვლება, ე.წ. ორთქლის გამოშვების პრინციპს შეიძლება ემსახურებოდეს. ეკონომიკაში განსაკუთრებით ცუდად აქვს ქვეყანას საქმე და ლოგიკურია, რომ შემდეგი მინისტრები ეკონომიკური ბლოკიდან იქნებიან,"- განაცხადა ლევან კობერიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი 7 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა. ბატიაშვილის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს 1 წელი და 4 თვე იკავებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები