საქართველოს პარლამენტის დეპუტატს ვანო ზარდიაშვილს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. 94 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ამ შედეგით დასრულდა დღეს პარლამენტში გამართული კენჭისყრა.
ვანო ზარდიაშვილმა მანდატის დატოვების შესახებ ინფორმაცია 7 ოქტომბერს გაავრცელა.
ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის დეპუტატი "ქართული ოცნების" სიით 2016 წლიდან იყო.