მაჟორიტარულიდან, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაჟორიტარი დეპუტატი, "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი ეწინააღმდეგება.
ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ის, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს და ფიქრობს, რომ სხვა მაჟორიტარ დეპუტატებსაც მსგავსი პოზიცია ექნებათ.
"მე არ ვუჭერ მხარს სრულად, თან დახურულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს მხარს ცვლილებებს, მაგრამ შესაძლებელია კანონპროექტს მათ მხარი დაუჭირონ, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ," - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.