"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა.
როგორც მელიამ განაცხადა, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს და მნიშვნელოვანია პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი არ ჩააგდოს.
"მოვედი, რადგან ძალიან სერიოზულ საკითხს განიხილავს პარლამენტი. ჩემი ხმა მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ერთი დეპუტატის. არ მივცემთ ბიძინას უფლება ჩაშალოს ეს საკითხიო," - განაცხადა ნიკა მელიამ.