18 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
შეხვალთ სახლში? დაემალებით ამას? იცხოვრებთ სხვა საქართველოში - გიორგი მარგველაშვილი

მე მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, ან თქვენ დადგებით და იბრძოლებთ იმისთვის, რომ თქვენი მანდატი დარჩება თქვენს ხელში, ან არადა შეხვალთ სახლში, გამოხვალთ და სხვა ქვეყანაში იცხოვრებთ - ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა  “რუსთავი 2“- ის ეთრში გააკეთა.  

"მე მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, ან თქვენ დადგებით და იბრძოლებთ იმისთვის, რომ თქვენი მანდატი, ყველაზე წმინდა პოლიტიკური მოვლენა, თქვენი საარჩევნო მანდატი დარჩება თქვენს ხელში და თქვენი ნება იქნება, ან არადა შეხვალთ სახლში, გამოხვალთ და სხვა ქვეყანაში იცხოვრებთ. ეს არ იქნება ის საქართველო, რომელიც თქვენ გეამაყებათ, რომლითაც თქვენ ევროპაში გადიხართ, რომლითაც თქვენ შვილებს ელაპარაკებით, რომ ეს არის საამაყო თავისუფალი ქვეყანა. შეხვალთ სახლში? დაემალებით ამას? იცხოვრებთ სხვა საქართველოში“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა და ქართველ ხალხს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები