18 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
შეშფოთებული ვარ გუშინდელი ფაქტის გამო - ევროკავშირის ელჩი პოლიტიკური პოლარიზაციის რისკებზე საუბრობს

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებამ  პოლიტიკური პოლარიზაციის რისკი შექმნა,რის გამოც ის კონსულტაციებს გამოსავლის პოვნის მიზნით მართავს.

"შეშფოთებული ვარ გუშინდელი ფაქტის გამო, რადგან მომხდარმა, ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობას. მომხდარმა, პოლიტიკური პოლარიზაციის რისკის ქვეშ დაგვაყენა. კანონპროექტის ჩავარდნამ სწორედ ეს დაგვანახა. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა მხარეებთან, ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველი პარტიის ლიდერთან, გაგრძელდება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან,"- აღნიშნა ჰარცელმა.

პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, დღეს ევროკავშირის ელჩმა მმართველი გუნდის ოფისში შეხვედრები გამართა.

კარლ ჰარცელი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

 

დღის ამბები