18 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები ხელისუფლების გადადგომას და დემოკრატიულ არჩევნებს ითხოვენ

განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ მიაჩნიათ, რომ სახელისუფლებო პარტიამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეგნებულად შექმნა. მთავარი მოთხოვნაა დემოკრატიული პროპორციული არჩევნები.

"რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ეს იყო ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, მან გადააგდო არა მარტო ქართველი მოსახლეობა, არამედ მთელი მსოფლიო. როდესაც ადამიანი იძლევა დაპირებას და არ ასრულებს და არ იღებს  პასუხისმგებლობას, არ უნდა შერჩეს. ჩვენი მოთხოვნაა გადადგეს ხელისუფლება და ჩატარდეს არჩევნები დემოკრატიული გზით,"- განაცხადა "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" პრესსპიკერმა ნიტა სიხარულიძემ.

ფართომასშტაბიანი აქციების პარალელურად, ანონსდება პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურება.

დღის ამბები