საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა, შესაძლოა, ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაიკავოს.
ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები თამარ ჩუგოშვილმა და ზვიად ძიძიგურმა დატოვეს.
ჩუგოშვილის და ძიძიგურის პროტესტი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა.